რუსთაველის თეატრში კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

16:30, 29.04.2021

რუსთაველის თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობი სცენაზეა დასვენებული, მონიტორზე კი მის მიერ შესრულებულ როლების ამსახველ კადრებს უჩვენებენ.

რუსთაველის თეატრში სამოქალაქო პანაშვიდი ხუთშაბათს და პარასკევს 15:00 -დან 19:00 საათამდე გაიმართება.

კახი კავსაძეს პირველ მაისს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა.

მსგავსი