კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენაზე სიმბოლურად დგას სკამი წარწერით - კახი კავსაძე
კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენაზე სიმბოლურად დგას სკამი წარწერით - კახი კავსაძე

მთაწმინდის პარკში, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინეს, სიმბოლურად, მსახიობ კახი კავსაძის ხსოვნის პატივსაცემად თავისუფალი სკამი დგას წარწერით – კახი კავსაძე.

„შეამჩნევდით, რომ პირველ რიგში, ერთი სკამი ცარიელია, გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი, კახი კავსაძის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც ყოველთვის ესწრებოდა ჩემს ღონისძიებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე ცოტა ხნის წინ დაასახელა.  კალაძე ღონისძიებაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ ის თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერია.

კახა კალაძე თბილისის მერად კენჭს მეორედ იყრის. 2017 წელს მან არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა.