„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელა

20:20, 20.07.2021

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დედაქალაქის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება მთაწმინდის პარკში იმართება.

კახა კალაძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა: „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს კახა კალაძეს“, – აღნიშნა კობახიძემ.

კახა კალაძე თბილისის მერად კენჭს მეორედ იყრის. 2017 წელს მან არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი