თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გზა გადაიკეტა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გზა სამართალდამცველებმა გადაკეტეს, რა მიზეზით, უცნობია.
პარლამენტთან აქცია 14:00 საათისთვის, შემდეგ კი, 18:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ჯერ ისევ არ დაწყებულა.