პარლამენტთან 18:00 საათზე დაგეგმილი აქცია ჯერ არ დაწყებულა - ვითარება რუსთაველის გამზირზე [ფოტო]
პარლამენტთან 18:00 საათზე დაგეგმილი აქცია ჯერ არ დაწყებულა - ვითარება რუსთაველის გამზირზე [ფოტო]

პარლამენტთან 18:00 საათზე დაგეგმილი აქცია ჯერ არ დაწყებულა. რუსთაველის გამზირზე აქტივისტების ნაწილი რჩება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ასევე პარლამენტთან იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც.

როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ აქცია განახლდება, თუმცა ადგილზე ჯერ არც სიტყვით გამოსვლები დაწყებულა და არც სცენა დამონტაჟებულა.

„ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ თქვა, რომ აქციას ვერ განაახლებენ, რადგან მისი თქმით, პოლიცია ხალხს რუსთაველზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ამ დროისთვის თავისუფლად გადაადგილდებიან.