რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გზა გადაიკეტა 

20:14, 11.06.2018

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გზა გადაიკეტა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გზა სამართალდამცველებმა გადაკეტეს, რა მიზეზით, უცნობია.

პარლამენტთან აქცია 14:00 საათისთვის, შემდეგ კი, 18:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ჯერ ისევ არ დაწყებულა.

 

 

 

მსგავსი