მურმან დუმბაძე - დღეს ჩვენ გვაქვს მინიმიტინგი რუსთაველზე
მურმან დუმბაძე - დღეს ჩვენ გვაქვს მინიმიტინგი რუსთაველზე

დღევანდელი მიტინგი არ არის ორგანიზებული, ეს არის მინიმიტინგი რუსთაველის ქუჩაზე, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საიდუმლოს გეტყვით. დღევანდელი მიტინგი არ არის ორგანიზებული. ორგანიზებული მიტინგის შემთხვევაში, რუსთაველი კი არა, მთელი საქართველო გამოვა გარეთ. მიტინგი არ არის ორგანიზებული, ეს არის თვითდინებით მოსული მოსახლეობა, უბრალოდ ფილარმონიის გამოტანა გარეთ, მინიმიტინგი რუსთაველის ქუჩაზე, მეტი არაფერი“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.