ეკა ბესელია – საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში გრიგოლ ვაშაძის სტანდარტებისა და გემოვნების პოლიტიკოსები არ არიან
საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში გრიგოლ ვაშაძის სტანდარტებისა და გემოვნების პოლიტიკოსები არ არიან, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შეთავაზება ხუთკაციანი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე.
„მისი სტანდარტების მხოლოდ მათ გუნდში არიან და საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში ბატონი ვაშაძის სტანდარტებისა და გემოვნების პოლიტიკოსები არ არიან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელიც ვამდელ საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის დისკუსიას გამორიცხავს.