ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქცია დასრულდა
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქცია დასრულდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქცია დასრულდა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ სურთ, ბიძინა ივანიშვილს გააგებინონ მთავარი მოთხოვნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაკავებული თანამდებობა დატოვოს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილს სიმბოლურად ყვითელი ბარათი უჩვენეს, რაც, მათი თქმით, გაფრთხილებაა, რათა აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გამართეს. აქციაზე იმყოფებოდნენ „ნეციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.

პარლამენტთან აქცია მერვე დღეა მიმდინარეობს. თავდაპირველად აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ: 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ამ ეტაპზე ორი დაკმაყოფილებულია.

აქცია ხვალ, 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან განახლდება.