რუსი მღვდელი პედოფილიაში დამნაშავედ ცნეს
რუსი მღვდელი პედოფილიაში დამნაშავედ ცნეს

პრიოზორსკის საქალაქო სასამართლომ რუსი მღვდელი პედოფილიაში დამნაშავედ ცნო და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც სასამართლომ დაადგინა, მღვდელი გლებ გროზოვსკი სამი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. დანაშაული მან ლადოგის ტბაში მდებარე კუნძულ კონევეცსა და ბერძნულ კუნძულ კოსზე მდებარე მართლმადიდებლურ ბანაკებში 2009-2013 წლებში ჩაიდინა.

2013 წელს ის ეკლესიიდან მოკვეთეს და მღვდელი წლების განმავლობაში ისრაელში იმალებოდა. 2016 წელს ის რუსეთს გადასცეს. მღვდლის საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. თავად გროზოვსკი ბრალს არ აღიარებს.