აშშ-ში ციხიდან გაათავისუფლეს პედოფილიისთვის ბრალდებული, რომელსაც 1 000 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი
აშშ-ში ციხიდან გაათავისუფლეს პედოფილიისთვის ბრალდებული, რომელსაც 1 000 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

აშშ-ში ციხიდან გაათავისუფლეს პედოფილიისთვის ბრალდებული, რომელსაც 1 000-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს.

ჯორჯიის შტატში მცხოვრები პიტერ მელორი პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. შესაბამისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო, რომელმაც ჩათვალა, რომ მელორიმ სასჯელის საკმარისი ვადა მოიხადა.

მელორი 2011 წელს ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვის ბრალდებით აიყვანეს. მის კომპიუტერში 26 ათასი ფაილი აღმოაჩინეს.

დატოვე კომენტარი