ლარი ნასარს სასამართლომ 175 წელი მიუსაჯა
ლარი ნასარს სასამართლომ 175 წელი მიუსაჯა

ამერიკის შეერთებული შტატების ტანვარჯიშის ნაკრების ყოფილი ექიმის, ლარი ნასარის წინააღგმდეგ, სასამართლოში 140-ზე მეტმა ქალმა შეიტანა სარჩელი. მას ახალგაზრდა ქალებისა და გოგონების სექსუალური შევიწროვება ედებოდა ბრალად.

ნასარი სასამართლომ დამნაშავედ სექსუალური ხასიათის ათ ეპიზოდში ცნო. მის წინააღგმდეგ ჩვენება  156-მა ქალმა მისცა.

ნასარის მსხვერპლებს შორის არიან ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონები – მაკკეილ მარონი, გეიბი დუგლასი და სიმონ ბაილზი.

აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ ბრალდებულს 175 წელი მიუსაჯა.

სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლე როზმარი აქილინამ ბრალდებულს მიმართა: “ჩემთვის პატივი იყო მომესმინა ჩემი დებისათვის, რომლებმაც თქვენს წინააღგმდეგ ჩვენება მისცეს და ასევე პატივია ამ განაჩენის გამოცხადება, რადგან თქვენ არ იმსახურებთ, რომ ოდესმე ციხის გარეთ ისეირნოთ.”

ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიური კომიტეტი ჩაატარებს დამოუკიდებელ გამოძიებას, რათა დადგინდეს  თუ როგორ დარჩა ამ მასშტაბის დანაშაული ამდენი წლის მანძილზე შეუმჩნეველი.

საგულისხმოა, რომ 2017 წლის 8 დეკემბერს, ნასარს სასამართლომ 60 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საბავშვო პორნოგრაფიის გადაღებისა და შენახვისათვის.

ლარი ნასარი ნაკრების ექიმად 1997 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მუშაობდა.

 

 

 

დატოვე კომენტარი