ვატიკანმა კარდინალი ჯორჯ პელი ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო
ვატიკანმა კარდინალი ჯორჯ პელი ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო

ვატიკანმა კარდინალი ჯორჯ პელი ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. ვატიკანის პრესსპიკერის, ალესანდრო გისოტის განცხადებით, კარდინალს საზოგადოებრივ სამინისტროში უფლებამოსილება შეუჩერდა და არასრულწლოვნებთან კონტაქტი აეკრძალა.

კარდინალის საქმეზე სასამართლო განაჩენის მოსმენები სავარაუდოდ, 27 თებერვლიდან დაიწყება.

ბრალდების მასალების მიხედვით, კარდინალმა ჯორჯ პელმა არასრულწლოვნებზე მელბურნის კათედრალში 1996 წელს იძალადა.

ერთ-ერთი მსხვერპლი სასამართლომ 2014 წელს დაკითხა.

ავსტრალიელი სასულიერო პირი ტრადიციული კათოლიკური ღირებულებების დამცველადაა ცნობილი და მღვდლების უცოლობას ემხრობოდა. ფინანსური საკითხების მოსაწესრიგებლად კარდინალი ვატიკანში 2014 წელს გამოიძახეს.

კარდინალი ჯორჯ პელი, კათოლიკური ეკლესიის მესამე ყველაზე გავლენიან ფიგურად განიხილებოდა.