„ევრონიუსი“ - საგამოძიებო მასალების თანახმად, 1950-იანი წლებიდან მოყოლებული საფრანგეთის ეკლესიაში თანამდებობებს 3 000-ზე მეტი პედოფილი იკავებდა
„ევრონიუსი“ - საგამოძიებო მასალების თანახმად, 1950-იანი წლებიდან მოყოლებული საფრანგეთის ეკლესიაში თანამდებობებს 3 000-ზე მეტი პედოფილი იკავებდა

საგამოძიებო მასალების თანახმად, 1950-იანი წლებიდან მოყოლებული საფრანგეთის ეკლესიაში თანამდებობებს 3 000-ზე მეტი პედოფილი იკავებდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ სპეციალური საგამოძიებო კომისიის მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომისიის მოხსენება, რომელმაც ეკლესიის, სასამართლოსა და პოლიციის არქივები შეისწავლა, ასევე შეაგროვა ინტერვიუები მოწმეებთან, 5 ოქტომბერს უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა დეტალები მანამდე გასაჯაროვდა.

კომისია 2018 წელს საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის მიერ შეიქმნა სექსუალური ძალადობის შესახებ მზარდი საჩივრების საპასუხოდ. გამოძიების ფარგლებში ცხელი ხაზის ამოქმედებისთანავე, კომისიამ ათასობით შეტყობინება მიიღო.

მიმდინარე წლის ივნისში რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესიის სექსუალური ძალადობის კრიზისი იყო „მსოფლიო კატასტროფა“.