რუსეთში, კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ცხრა ბავშვია. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათივე ცნობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი.
საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 12 დაშავებული. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ამბულატორიული დახმარება ხანძრის შედეგად დაშავებულ სულ 36 ადამიანს გაეწია.
ამასთან, რუსული მედიის ცნობით, კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის საქმეზე ოთხი ადამიანია დაკავებული.
კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა.