რუსეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძრის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
რუსეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძრის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში, სამთო-სათხილამურო კურორტზე, კარვების ბანაკში ხანძრის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაშავებული ბავშვები რეანიმაციაში არიან მოთავსებული.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სამთო-სათხილამურო კომპლექს „ხოლდომიში“ ცეცხლის გაჩენის შესახებ შეტყობინება საგანგებო სამსახურებმა ადგილობრივი დროით 20:37 საათზე მიიღეს.

ხანძრის დროს შემთხვევის ადგილზე 189 ბავშვი იმყოფებოდა. ბანაკში არსებული 26 კარვიდან 20 დაიწვა. დანარჩენი ბავშვები კოტეჯებში იმყოფებოდნენ, რომლებიც ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა.

ამჟამად ბანაკის ტერიტორიაზე ცეცხლი ლოკალიზებულია.