რუსეთში, ქალაქ სარატოვის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

21:07, 02.10.2018

რუსეთში, ქალაქ სარატოვის სავაჭრო ცენტრში ხანძარია.

მედიის ცნობით, ევაკუირებულია 400 ადამიანი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პირი.

როგორც მედია იუწყება, ხანძარი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული ერთ-ერთ კაფის სამზარეულოში ტექნიკის აალების შემდეგ გაჩნდა. დაშავებული ამავე კაფის თანამშრომელია, მას ხელი აქვს დამწვარი.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები არ არიან.

მსგავსი