კემეროვოს ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნი თბილისშიც გაიხსნა
კემეროვოს ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნი თბილისშიც გაიხსნა

რუსეთის ქალაქ კემეროვოში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნი თბილისშიც გაიხსნა.

პირველ არხს შვეიცარიის საელჩოში დაუდასტურეს, რომ სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გაკეთება თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობაში მსურველებს სამი დღის განმავლობაში, 30 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.

რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ოფიციალური ცნობებით, ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 41 ბავშვია. ტრაგედიასთან დაკავშირებით, რუსეთს მიუსამძიმრეს აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა. მოსკოვში სამძიმრის წერილი გააგზავნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმაც.

კემეროვოში მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.