მედიის ცნობით, რუსეთში, ტყეში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
მედიის ცნობით, რუსეთში, ტყეში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

რუსეთში, ტყეში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. მედიის ცნობით, ყველაზე რთული ვითარება სვერდლოვსკის, ტიუმენისა და კურგანის ოლქებშია. ხანძარმა აღნიშნულ რეგიონებში 100-ზე მეტი შენობა დააზიანა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები და კერძო ობიექტები.

კურგანის ოლქის გუბერნატორმა, ვადიმ შუმკოვმა მოსახლეობას საფრთხის არსებობის შემთხვევაში ევაკუაციისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 60 ათას ჰექტარზე მეტი ტყე ამ დრომდე იწვის. ხანძრის ლოკალიზებაში 340- მეტი სახანძრო ტექნიკა და საჰაერო ბაზები მონაწილეობს. ცეცხლის ჩაქრობით სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალაც. ხანძრისგან გამოწვეული ზუსტი ზარალი ჯერ უცნობია.