რუსეთში, კემეროვოს ოლქში მდებარე სავაჭრო ცენტრში ახლობლები 35 ადამიანს ეძებენ
რუსეთში, კემეროვოს ოლქში მდებარე სავაჭრო ცენტრში, რომელშიც ხანძარია, შესაძლოა 35 ადამიანი იმყოფებოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას კემეროვოში მოქმედი საგანგებო შტაბის წევრები ავრცელებენ.
მათი თქმით, ახლობლები 35 ადამიანს ამ დრომდე ვერ პოულობენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლმოკიდებულ შენობაში 1200 კვადრატულ მეტრზე ჭერი ჩამოინგრა.
ამ დროისთვის დადასტურებულია ხუთი ადამიანის დაღუპვა, დაშავდა 30-ზე მეტი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამი ბავშვი დაიღუპა, ისინი გადარჩნენ, მაშველებმა იპოვეს.
ადგილზე მობილიზებულია 50 სახანძრო მანქანა და 210-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით არის აღძრული.
ხანძრის გამო კემეროვოს ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.