რუსეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია
ყირიმის ხიდზე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, მარატ ხუსნულინმა განაცხადა.
„ყირიმის ხიდზე საავტომობილო-სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია გარე მარჯვენა ზოლზე“, – წერს ხუსნულინი საკუთარ „ტელეგრამზე“. ვიცე-პრემიერის თქმით, ხიდზე ნაწილობრივ მოძრაობა უსწრაფესად აღდგა, ხოლო სარემონტო სამუშაოების შემდეგ მთლიანად აღდგება.
შეგახსენებთ, აფეთქებამ დააზიანა ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს.