მედიის ცნობით, ყირიმის ხიდის მიმდებარედ დაკვამლიანება იყო, რაც რუსულმა მხარემ წვრთნების ჩატარებით ახსნა
მედიის ცნობით, ყირიმის ხიდის მიმდებარედ დაკვამლიანება იყო, რაც რუსულმა მხარემ წვრთნების ჩატარებით ახსნა

ყირიმის ხიდის მიმდებარედ დაკვამლიანება იყო. რუსულმა მხარემ აღნიშნული წვრთნების ჩატარებით ახსნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, როგორც ყირიმის სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა ტელეგრამარხში დაწერა, ყირიმის ხიდი რაიონში მიმდინარე სწავლებების გამო დაიკეტა.

მოგვიანებით, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე გადაადგილება აღდგა.

უცნობია, რა სახის სწავლება ჩატარდა ყირიმის ხიდის მიმდებარედ და რატომ არ მოხდა მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება.