მედიის ცნობით, ყირიმის ხიდზე ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა
მედიის ცნობით, ყირიმის ხიდზე ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა

ყირიმის ხიდზე „საგანგებო ინციდენტის“ გამო ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას რუსულ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდზე მხოლოდ გზის საფარია დაზიანებული, თუმცა რამ გამოიწვია ხიდის დაზიანება, მიზეზი უცნობია.

რუსეთის მიერ დანიშნული ყირიმის ხელმძღვანელი სერგეი აქსენოვი შემთხვევას „საგანგებო ინციდენტს“ უწოდებს. აქსენოვის თქმით, ყირიმის ხიდზე საგანგებო სიტუაციის გამო მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.

უკრაინული მედია წერს, რომ, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდზე ერთი მონაკვეთი ჩავარდა.