რუსეთი დამატებით კიდევ 27 ბრიტანელ დიპლომატს გააძევებს. საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციას 50 ბრიტანელი დიპლომატი უახლოეს მომავალში დატოვებს.
საერთაშორისო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიური მისია რუსეთში 50 კაცით შემცირდება. ამისთვის მათ ერთი თვე მიეცათ.
4 მარტს ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი მზვერავი და ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი მის ქალშვილთან ერთად მოწამლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივეს წინააღმდეგ ქიმიური იარაღი – ე.წ. ნერვული გაზი გამოიყენეს. გამოძიების თანახმად, კვალი კრემლამდე მიდის. სკრიპალის მოწამვლას და გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენეს დასავლურმა ქვეყნებმა მკაცრი ზომებით უპასუხეს. ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, 30-მდე სახელმწიფომ რუსი დიპლომატები გააძევა. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც.
კრემლმა 23 ქვეყანას სარკისებრი მეთოდით უპასუხა, – იმდენივე დიპლომატს დაატოვებინა ქვეყანა, რამდენი რუსი დიპლომატიც იმავე სახელმწიფომ გააძევა.
საერთო ჯამში რუსეთში 150 დიპლომატი დაბრუნდა.
ყველაზე მეტი, 60 დიპლომატი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გააძევეს.