რუსეთის დუმის სპიკერი აცხადებს, რომ საზღვარგარეთ გაქცეული რუსეთის მოქალაქეებისთვის გადასახადებს გაზრდიან
რუსეთის დუმის სპიკერი აცხადებს, რომ საზღვარგარეთ გაქცეული რუსეთის მოქალაქეებისთვის გადასახადებს გაზრდიან

რუსეთში საზღვარგარეთ გაქცეული მოქალაქეებისთვის გადასახადებს გაზრდიან. ამის შესახებ რუსეთის დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„ყველასთვის გასაგებია, რატომ გაიქცნენ ეს ადამიანები. ვინც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, უკვე დაბრუნდა. სხვები უნდა ხვდებოდნენ, რომ რუსეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ საქციელს არ უჭერს მხარს. მათ მიაჩნიათ, რომ საზღვარგარეთ წასულმა მოქალაქეებმა უღალატეს ქვეყანას, ახლობლებს და ნათესავებს“, – წერს ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამის“ არხზე.

მისი მოსაზრებით, საზღვარგარეთ გაქცეული მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდა „სამართლიანი ნაბიჯი“ იქნება, რადგანაც „ქვეყნიდან წასული რუსეთის მოქალაქეები დისტანციურად მუშაობენ რუსულ კომპანიებში, ასევე სარგებლობენ საკანონმდებლო შეღავათებით“.