რუსეთის დუმის სპიკერი რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც ომის დროს ქვეყანა დატოვეს, მოღალატეებს უწოდებს
რუსეთის დუმის სპიკერი რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც ომის დროს ქვეყანა დატოვეს, მოღალატეებს უწოდებს

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს უკრაინაში სპეცოპერაციის დროს, უნდა გაიგონ, რომ ისინი მოღალატეები არიან, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„ისინი, ვისაც ამ დროს დალოდება სურდათ, წავიდნენ თბილ ქვეყნებში და იქიდან უყურებენ ამ ყველაფერს, უნდა იცოდნენ, რომ მოღალატეები არიან“, – თქვა ვოლოდინმა.

გარდა ამისა, დუმის სპიკერის თქმით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარების წინააღმდეგ გამოვიდნენ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგნი არიან.