რუსეთის დუმის სპიკერი გამოდის ინიციატივით, რუსეთიდან წასულ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, ქონება ჩამოერთვათ
რუსეთის დუმის სპიკერი გამოდის ინიციატივით, რუსეთიდან წასულ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, ქონება ჩამოერთვათ

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოდის ინიციატივით, ჩამოერთვათ ქონება რუსეთიდან წასულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს. ამის შესახებ მან „ტელეგრამის” არხზე დაწერა.

„ისინი აქირავებენ უძრავ ქონებას, აგრძელებენ ჰონორარების მიღებას რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე. ამასთან, აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, საჯაროდ შეასხან ტალახი რუსეთს, შეურაცხყოფენ ჩვენს სამხედროებს და ოფიცრებს, გრძნობენ თავს დაუსჯელად და მიაჩნიათ, რომ მართლმსაჯულება მათ ვერ მიწვდება“, – აღნიშნავს რუსეთის დუმის სპიკერი.

ვოლოდინის აზრით, ემიგრანტების საჯარო განცხადებები უკრაინის მხარდასაჭერად შესაძლებელია, შეფასდეს ექსტრემიზმისკენ მოწოდებად, ნაციზმის რეაბილიტაციად ან შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციად.

ვოლოდინი გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებს დაემატოს პუნქტი რუსეთში ქონების კონფისკაციის შესახებ.