ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების სანაცვლოდ, რუსეთი უფრო დიდი აქტივების კონფისკაციას მოახდენს
ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების სანაცვლოდ, რუსეთი უფრო დიდი აქტივების კონფისკაციას მოახდენს

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი აცხადებს, რომ, ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების სანაცვლოდ, რუსეთი უფრო დიდი აქტივების კონფისკაციას მოახდენს. ამის შესახებ ვიაჩესლავ ვოლოდინმა ტელეგრამარხში დაწერა.

„ევროპელი პოლიტიკოსების რიგმა, ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, რომლებიც ცდილობენ, შეინარჩუნონ ადგილები, თავიანთი სახელმწიფოების ცუდი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, კვლავ დაიწყო საუბარი ჩვენი ქვეყნის გაყინული აქტივების ქურდობაზე, რათა მათ ხარჯზე გააგრძელონ კიევის მილიტარიზაცია. ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციისგან სიმეტრიულ პასუხს მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში, მოხდება არამეგობრული ქვეყნების კუთვნილი უფრო დიდი აქტივის ჩამორთმევა, ვიდრე ევროპის ტერიტორიაზე ჩვენი გაყინული სახსრებია“, – წერს ვოლოდინი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროკავშირის სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების საკითხი განიხილეს და ევროკომისიას შესაბამისი წინადადების წარდგენა დაავალეს. რუსეთის დუმის სპიკერის განცხადებით, 2022 წლიდან ევროკავშირმა კიევის მხარდასაჭერად 85 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა, რაც რიგით ევროპელებს ფასების ზრდად და ეკონომიკის რეცესიად დაუჯდა. ვოლოდინის თქმით, ამ მიზეზით ევროპაში დღეს აღარ არის ისეთი ერთიანობა, როგორც აქამდე იყო და ამიტომ ბრიუსელში ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებითი დაფინანსება ვერ შეათანხმეს.