რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკი - ასე წარადგინა სააკაშვილმა სანდრა რულოვსი აქციაზე
რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკი - ასე წარადგინა სააკაშვილმა სანდრა რულოვსი აქციაზე

ფე-ეს-ბე-ს თანამშრომელი, რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკი, – ასე წარუდგინა კიევში, რადასთან გამართულ ბრიგინგზე მიხეილ სააკაშვილმა სანდრა რულოვსი, რომელმაც შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ შეკრებილებს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.

“მინდა ჩვენი ოჯახის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც გუშინ ჩემი ქმრის დაკავების დროს, მის გვერდით იმყოფებოდა. გუშინ ყველა ქართველი იმის შესახებ საუბრობდა, თუ როგორ იდექით თოვლში საათების განმავლობაში, განსაკუთრებით ქალები. მინდა მადლობა გითხრათ, ამ გამძლეობისთვის. ბოლოს აუცილებლად გავიმარჯვებთ. რა თქმა უნდა, ბრძოლის გარეშე არაფერი გამოდის. მეც მინდა, რომ ამ ბრძოლამ სისხლისღვრის გარეშე ჩაიაროს”, – მიმართა სანდრა რულოვსმა შეკრებილებს.