უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

17:10, 06.02.2024

უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ.

როგორც დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი წერს, შესაბამის დადგენილებას მხარი დაუჭირა 335-მა დეპუტატმა.

საომარი მდგომარეობა 90 დღით, 2024 წლის 13 მაისამდე გახანგრძლივდება. რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა უკვე მეათედ გაახანგრძლივა.

ამასთან, დეპუტატებმა 323 ხმით მობილიზაციის 90-დღით გახანგრძლივებასაც დაუჭირეს მხარი.

მსგავსი