უკრაინის რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
უკრაინის რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია რამდენიმე დეპუტატზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას საქმიანობა აეკრძალოს.

ინიციატივას პირველი მოსმენით 267-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა მისცა 15-მა.

როგორც უკრაინის რადას წევრი ვიქტორია სიუმარი აღნიშნავს, რადაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერით გამოვიდნენ აკრძალული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ ყოფილი თავმჯდომარე, იური ბოიკო, ასევე დეპუტატი, ევგენი შევჩენკო და „ხალხის მსახურის“ ფრაქციიდან გარიცხული არტიომ დმიტრუკი.