დავით არახამია - უკრაინის რადაში დიდი კრიზისი ახლოვდება
დავით არახამია - უკრაინის რადაში დიდი კრიზისი ახლოვდება

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის რადაში დიდი კრიზისი ახლოვდება.

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მუშაობის შეწყვეტის მსურველი დეპუტატების რაოდენობის ზრდის გამო რადაში ერთობა აღარ არის, რის გამოც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისი ემუქრება.

„დიდი კრიზისი ახლოვდება ზოგადად პარლამენტთან დაკავშირებით, რადგან მხოლოდ ჩემთან, ფრაქციაში მანდატის დატოვების 17 განცხადება მაქვს. ანუ, 401 ადამიანი გვყავს პარლამენტში, სამედიცინო მიზეზების გამო კიდევ ერთს გავუშვებთ და 400 ადამიანი დარჩება. 400-დან  226-ის შეკრება (მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად) ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა დავით არახამიამ.

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის თქმით, სხვა ფრაქციებსა და პარტიებსაც ჰყავთ დეპუტატები, რომლებიც წასვლის მსურველები არიან.