რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალექსანდრ ჟუკოვმა განაცხადა, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე რუსი სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილეობას.
„რუს სპორტსმენებს პიონჩანგში გახსნის ცერემონიაზე გასვლის ნებას დართავენ, იღონდ ისინი მაყურებლების წინაშე ოლიმპიური დროშის ქვეშ გაივლიან“, – განაცხადა ჟუკოვმა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა 5 დეკემბერს რუსებს 2018 წლის ოლიმპიადაზე საკუთარი დროშით გამოსვლა აუკრძალა. რუსი ოლიმპიელები პიონჩანგში ოლიმპიური დროშით იასპარეზებენ. თავდაპირველად, იყო მოსაზრება, რომ რუსები საერთოდ არ დაეშვათ გახსნის ცერემონიაზე.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები პიონჩანგში 9-25 თებერვალს გაიმართება.