დევიდ უაიზმა ჰაფპაიპში მეორე ოქრო მოიგო (ვიდეო)

ფრისტაილის სახეობა ჰაფპაიპში სოჭის ოლიმპიადის ტიტული შეინარჩუნა ამერიკელმა დევიდ უაიზმა. მან ძალიან ცუდად შეასრულა პირველი ორი ცდა და ბოლო ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ფინალურ ცდაზე 97.20 ქულა აიღო და კარიერაში მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

ამ სახეობაში ამერიკელებმა დუბლი შეასრულეს – მეორე ადგილზე გავიდა მსოფლიოს თასის ლიდერი ალექს ფერეირა, რომელიც ორი ცდის ჯამში დაწინაურებული იყო. დღეს კიდევ ერთი მედალი მოიგო ახალმა ზელანდიამ – ამ ქვეყნის წარმომადგენელი ნიკო პორტეუსი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ფრისტაილში გასათამაშებელი გარდა ერთი მედალი – 23 თებერვალს, ქალები სკი-კროსში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე