პიონჩანგში გერმანელი ოლიმპიელებისთვის 3.5 ათასი ლიტრი ლუდი ჩაიტანეს
პიონჩანგში გერმანელი ოლიმპიელებისთვის 3.5 ათასი ლიტრი ლუდი ჩაიტანეს

პიონჩანგის ოლიმპიადაზე გერმანელი ათლეტები ძალების აღდგენისთვის უალკოჰოლო ლუდს იყენებენ, რომელსაც კომპანია Krombacher აწარმოებს.

როგორც გაზეთი The New York Times წერს, გერმანიის ნაკრების ექიმებს მიაჩნიათ, რომ უალკოჰოლო ლუდი ხელს უწყობს ფიზიკური კონდიციების აღდგენას. ასე რომ, გერმანელი ოლიმპიელები იღებენ ლუდს ვარჯიშების შემდეგ, რათა უკეთ მოემზადონ სტარტებისთვის.
„ეს არის შესანიშნავი სასმელი ტურნირების ან ვარჯიშების შემდეგ”, – აღნიშნა ბიატლონისტმა სიმონ შემპმა, რომელმაც პიონჩანგში ვერცხლის მედალი მოიპოვა მას-სტარტში.

როგორც ირკვევა, გერმანული ოლიმპიელებისთვის პიონჩანგში 3.5 ათასი ლიტრი ლუდი ჩაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ გერმანია მეორე ადგილზეა მედლების ჩათვლაში.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე