რუსეთი ბრინჯაოს მედალს დააბრუნებს
რუსეთი ბრინჯაოს მედალს დააბრუნებს

რუსი ქერლინგისტები – ალექსანდრ კრუშელნიცკი და ანასტასია ბრიზგალოვა დააბრუნებენ ბრინჯაოს მედლებს, რომელიც მათ 2018 წლის ოლიმპიადაზე მიქსტში მოიპოვეს. ამის შესახებ წერია რუსეთის ქერლინგის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ კრუშელნიცკის დოპინგ-სინჯში, რომელიც პიონჩანგის თამაშების მსვლელობისას აიღეს, აკრძალული პრეპარატი მელდონიუმი აღმოჩნდა.

ოთხშაბათს, გამოქვეყნდა კრუშელნიცკის განცხადება, რომელშიც სპორტსმენი უარს ამბობს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს მოსმენაზე.

“სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებდა მედლების ჩამორთმევის განადაწყვეტილებას. ჩვენ ვაღიარებთ, რომ სინჯში მართლაც იყო მელდონიუმი და შესაბამისად, დავაბრუნებთ მედალს”, – წერია ფედერაციის განცხადებაში.

ასე რომ, ქერლინგის მიქსტში ბრინჯაოს გადასცემენ ნორვეგიის ნაკრებს, რომელმაც წააგო მესამე ადგილისთვის მატჩი რუსებთან.