Washington Post - რუსმა ჰაკერებმა ოლიმპიადის დახურვის ცერემონიის ჩაშლა სცადეს
Washington Post - რუსმა ჰაკერებმა ოლიმპიადის დახურვის ცერემონიის ჩაშლა სცადეს

ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა გამოაცხადეს, რომ რუს ჰაკერები ცდილობდნენ, ​პიონჩანგის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია ჩაეშალათ. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

ამერიკული სპეცსამსახურების მონაცემებით, რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ჰაკერებმა დაახლოებით 300 კომპიუტერი გატეხეს, რომლებიც ​პიონჩანგი 2018-თან იყო კავშირში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, რუსი ჰაკერები ჩრდილოკორეული IP-მისამართებით ინიღბებოდნენ.

პიონჩანგის ოლიმპიურ სტადიონზე 23-ე ზამთრის თამაშების დახურვის ცერემონია კვირას გაიმართა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა ოლიმპიური დროშა გადააბარა პეკინის მერს, ჟინინგ ჟანგს. სწორედ პეკინი უმასპინძლებს 2022 წელს „თეთრ“ ოლიმპიადას.

დახურვის ცერემონიის მთავარი ინტრიგა შემდეგში მდგომარეობდა – დაუბრუნებდნენ თუ არა რუსებს დროშას. კვირას, დილით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება – არ დაეშვათ რუსი სპორტსმენები საკუთარი დროშით დახურვის ცერემონიაზე. ისევე, როგორც გახსნაზე, დახურვაზეც რუსი სპორტსმენები ნეიტრალური დროშით (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშა) გავიდნენ მოედანზე.

დატოვე კომენტარი