ივანკა ტრამპი ოლიმპიადის დახურვის ცერემონიას დაესწრება
ივანკა ტრამპი ოლიმპიადის დახურვის ცერემონიას დაესწრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი 2018 წლის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე საპრეზიდენტო დელეგაციას ჩაუდგება სათავეში, – იტყობინება CNN. ამის შესახებ მას მამამ და აშშ-ის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სთხოვა.

ივანკა ტრამპი უკვე რამდენიმე დღეა, პიონჩანგში იმყოფება და ოლიმპიურ სტარტებს ესწრება, რომლებშიც ამერიკელი სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია 25 თებერვალს გაიმართება.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე