რუხის სავაჭრო ცენტრმა ხაჭაპურის ფესტივალს უმასპინძლა.
ფესტივალი ადგილობრივი ხელისუფლებისა და „იუესეიდის“ (USAID) წარმომადგენლებმა გახსნეს.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა რეგიონის ხაჭაპურების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. რუხის სავაჭრო ცენტრში ჩატარდა ხაჭაპურის ცხობაში მასტერ-კლასიც.
ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონიდან 37 ადამიანი მონაწილეობდა. მომზადდა: იმერული, მეგრული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური ხაჭაპურები. ფესტივალზე ასევე, მომზადდა ოთხმეტრიანი ხაჭაპური შამფურზე.
ფესტივალზე მეგრული ხაჭაპურის ცხობაში გამარჯვებული გამოვლინდა. ის მარტვილის წარმომადგენელი გახდა.