რუხის საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა
რუხის საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. სამი პაციენტი კი, რომელთა მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 73 პაციენტი რჩება. მათგან 65 დადასტურებული კოვიდინფიცირებულია, ხოლო რვა პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.