რუხის საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი დატოვებს
რუხის საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი დატოვებს

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი დატოვებს.

ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ მიაწოდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 44 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. გუშინ კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან კიდევ ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. ორივე ე.წ. საბერიოს კლასტერს განეკუთვნება. კლინიკაში ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.