რუხის საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ხუთმა პაციენტმა დატოვა
რუხის საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ხუთმა პაციენტმა დატოვა

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ხუთმა პაციენტმა დატოვა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში 101 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან 86 კოვიდინფიცირებულია. შედარებით მძიმეა 16 პაციენტის მდგომარეობა. ექვსი პაციენტი არასრულწლოვანია, ისინი ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან.

15 პაციენტი ცხელებითა და სხვა რესპირატორული ჩივილებით არის შეყვანილი საავადმყოფოში. ყველას ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე. მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.