რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ კლინიკა უკვე დატოვეს.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული, 63 წლის მამაკაცი შეიყვანეს. ინფიცირებული ე.წ. საბერიოს კლასტერს განეკუთვნება.
ამასთან, როგორც აკობიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოში სულ 61 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.