როს უილსონი რამდენიმე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს ხვდება
როს უილსონი რამდენიმე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს ხვდება

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი რამდენიმე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს ხვდება.

შეხვედრას ესწრებიან „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე, „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი ალექსანდრა კალატოზიშვილი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ონიანი.

აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურის ინფორმაციით, როს უილსონი გუშინ ქართულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებამდე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შეხვდა.

როს უილსონი მედიასთან განცხადების გაკეთებას შეხვედრის დასრულების შემდეგ გეგმავს.