როს უილსონი - გვჯერა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, რომ პანკისის ხეობაში უზრუნველყოს უსაფრთხოება
როს უილსონი - გვჯერა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, რომ პანკისის ხეობაში უზრუნველყოს უსაფრთხოება

გვჯერა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება ამ რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც როს უილსონმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, პრობლემა გადაიჭრას დიალოგისა და თანხმობის საფუძველზე.

„ჩვენ ვაკვირდებოდით განვითარებულ მოვლენებს. უნდა აღინიშნოს, რომ რთული იყო და არსებობდა გარკვეული პრობლემები. რა თქმა უნდა, ამ რეგიონს ესაჭიროება განვითარება. ამისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების განვითარება და შესაბამისად, როგორც კერძო სექტორს, ასევე მთავრობას, აქვს პასუხისმგებლობა, სიტუაცია მოაგვაროს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრობლემები გადაიჭრას დიალოგისა და თანხმობის საფუძველზე. გვჯერა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება ამ რეგიონში“, – განაცხადა უილსონმა.