თეიმურაზ კეკელიძე - ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შავ ზღვაში ადგილი ჰქონდა  ამერიკულ სამხედრო ხომალდზე დაკვირვების ფაქტს
თეიმურაზ კეკელიძე - ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შავ ზღვაში ადგილი ჰქონდა ამერიკულ სამხედრო ხომალდზე დაკვირვების ფაქტს

საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიულ წყლებში რუსული მცურავი საშუალებები არ შემოსულან – ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კეკელიძემ განაცხადა.

თეიმურაზ   კეკელიძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციაზე, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკულ ხომალდ „როსს“ ორი რუსული სამხედრო ხომალდი აედევნა.

„საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიულ წყლებში რუსული მცურავი საშუალებები არ შემოსულან. სავარაუდოდ საუბარია იმ ფაქტზე, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდებს აკვირდებიან შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო მცურავი საშუალებები.

ეს პირველი ფაქტი არ არის და ხდება გარკვეულ შემთხვევებში. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს იყო უბრალო დაკვირვება ამერიკულ სამხედრო ხომალდზე“, – განაცხადა თეიმურაზ კეკელიძემ.