როს უილსონი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე აშშ-ს საელჩოს გუშინდელ განცხადებას ეხმაურება
როს უილსონი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე აშშ-ს საელჩოს გუშინდელ განცხადებას ეხმაურება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის საკითხზე აშშ-ს საელჩოს განცხადებას ეხმაურება.

„ჩვენ, რაც შევეცადეთ ამ განცხადებაში გახლავთ ის, რომ აშშ ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებს კარგ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ნდობის ამაღლებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიღებული კანონი ითვალისწინებს რეკომენდაციებს, კრიტერიუმებს და გამჭირვალობას, ჩვენ გამოვხატეთ იმედგაცრუება, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც გასცა ვენეციის კომისიამ, ეუთო/ოდირმა, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მისიებმა, არ იქნა სრულად გათვალისწინებული. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენ მოვუწოდეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს საფუძვლიანი განხილვის საფუძველზე და ასევე პარლამენტს, რომ მათ ძალიან ყურადღებით შეაფასონ მიმდინარე პროცესი და კანდიდატები“, – განაცხადა როს უილსონმა.