აშშ-ის საელჩო - იმედგაცრუებული ვართ, რომ უზენაესის სასამართლოს კანონის სრულად არ ასახავს რეკომენდაციებს
აშშ-ის საელჩო - იმედგაცრუებული ვართ, რომ უზენაესის სასამართლოს კანონის სრულად არ ასახავს რეკომენდაციებს

საქართველოს უზენაესის სასამართლოს კანონის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მიერ დღეს მიღებული კანონი ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებსა და გამჭვირვალობას, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ ის სრულად არ ასახავს ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის და, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მისიების რეკომენდაციებს. ამ რეკომენდაციების მიზანი იყო საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაძლიერება. ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მოსამართლეთა კანდიდატები შეარჩიოს საგულდაგულო განხილვის საფუძველზე და ვურჩევთ პარლამენტს, რომ წარდგენილი კანდიდატები ყურადღებით შეაფასოს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ პარლამენტს სათანადო დრო დაუთმოს სასამართლო რეფორმის შემდგომი -„მეოთხე ტალღის“ შემუშავების ინკლუზიურ პროცესს. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მზადა არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.