დავით ჭიჭინაძე - როს უილსონის განცხადებით ყველაფერია ნათქვამი
დავით ჭიჭინაძე - როს უილსონის განცხადებით ყველაფერია ნათქვამი

ამით ყველაფერია ნათქვამი, – ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებას.

„ის ადამიანები მმართველი გუნდისგან განსხვავებით უფრო ზრდილობიანები არიან და უფრო დახვეწილი ფორმით საუბრობენ. უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ ეს ენა არ ესმის და ამერიკელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მმართველი გუნდისთვის ენა, რა ენაზეც ისინი საუბრობენ, უცხოა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, მმართველ გუნდს ზრდილობიანი ლექსიკა არასოდეს გამოუყენებია.

„გახსოვთ,ზოგადად რა ენით საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. ანრი ოხანაშვილმა განცხადება გააკეთა, თურმე ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს. გულდაწყვეტა მათთვის მხარდაჭერას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი უკვე ის კანონები კი აღარ არის, რასაც იღებენ, თვითონ ამ ადამიანების ხელიუფლებაში ყოფნა საქართველოსთვის ძალიან მაგარი შემარცხვენელია. ქართველი დღეს თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, რადგან ასეთი ხელისუფლება გვყავს“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განაცხადა, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას, ამასთან, აღნიშნა: „ცოტა გულდაწყვეტილი ვართ, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონში რეკომენდაციების გათვალისწინება ადეკვატურად და სრულად არ მოხდა“.

დატოვე კომენტარი