კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ვარჯიშის დროს, მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ოპერატორს ტრავმა მიაყენა. პორტუგალიელის ძლიერი დარტყმა კარს აცდა და ბურთი ერთ-ერთი ამერიკული ტელევიზიის ესპანურენოვან ოპერატორს ლორენსანა პრიეტოს სახეში მოხვდა.
პრიეტოს წარბი გაუსკდა, მაგრამ კომპენსაციის გარეშე არ დარჩენილა – ვარჯიშის ბოლოს, რონალდუმ მას თავისი სათამაშო ფორმა აჩუქა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი “რეალსა” და “ლივერპულს” შორის 26 მაისს, კიევში 22:45 საათზე დაიწყება.